Home » მსოფლიო » ერდოღანი – მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ
ერდოღანი - მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ

ერდოღანი – მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ

„მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ,“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია გეგმავს თუ არა თურქეთი ბირთვული იარაღის შექმნას.

„ზოგიერთ ქვეყანას აქვს ბირთვული ქობინები, არა ერთი და ორი. თუმცა, ჩვენ თურმე არ შეგვიძლია მათი ქონა. ეს მიუღებელია. ჩვენ ისრაელი გვყავს ახლოს, თითქმის მეზობლები ვართ. ისინი სხვა ქვეყნებს აშინებენ ბირთვული იარაღით. თუმცა, ისრაელს არავინ ეხება“, – განაცხადა ერდოღანმა.

Share