Home » მსოფლიო » ერდოღანი: აუცილებელია საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის დომინირება დასრულდეს
ერდოღანი: აუცილებელია საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის დომინირება დასრულდეს

ერდოღანი: აუცილებელია საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის დომინირება დასრულდეს

აუცილებელია დასრულდეს დოლარის დომინირება საერთაშორისო ვაჭრობაში, –  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ბიშკეკში, თურქეთი-ყირგიზეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში უნდა გაგრძელდეს.

ერდოღანის თქმით, დოლართან მიბმული სისტემა, რომელიც ვაჭრობის გასაიოლებლად შეიქმნა, ამჟამად ყველაზე დიდ პრობლემაში გადაიზარდა, სავაჭრო ომები და პროტექციონიზმი ბევრ სფეროში ახალი სტრატეგიის აუცილებლობას აჩენს.

მისი განცხადებით, ვალუტის კურსებით მანიპულაციის მიზანია ძლიერი და ჯანსაღ თურქულ ეკონომიკაში ეჭვის შეტანა.

„მიზანი – თურქეთის ეკონომიკაზე დარტყმაა. თუმცა, ხელისუფლების მიერ მღებული ზომებისა და თურქეთის მოსახლეობის პრინციპული პოზიციის დამსახურებით, ეს მცდელობა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

Share