Home » ფინანსები » ექსპორტის ზრდის ტემპის მიხედვით, 200 ქვეყანას შორის საქართველო 122-ე ადგილზეა
ექსპორტის ზრდის ტემპის მიხედვით, 200 ქვეყანას შორის საქართველო 122-ე ადგილზეა

ექსპორტის ზრდის ტემპის მიხედვით, 200 ქვეყანას შორის საქართველო 122-ე ადგილზეა

მსოფლიოში ექსპორტის ზრდის ტემპის მიხედვით, 200 ქვეყანას შორის საქართველო 122-ე ადგილზეა.

ინფორმაცია ამის შესახებ კვლევითმა პორტალმა, Worlds Top Exports-მა გამოაქვეყნა.

რეიტინგის მიხედვით, 2017-2018 წლებში საქართველოდან ყველა სახის საექსპორტო პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ  $3,354,491,000 შეადგინა.

ამ მაჩვენებლით საქართველო ისეთ ქვეყნებს შორისაა, როგორიცაა ლიბანი, ტანზანია, სენეგალი, ბურკინა-ფასო და უგანდა.

ექპორტის ყველაზე სწრაფი ტემპით ზრდის მიხედვით პირველ ადგილზე ჩინეთია ($2,494,230,195,000), შემდგომ აშშ ($1,665,992,032,000), რომელსაც რეიტინგში გერმანია ($1,557,176,334,000), იაპონია ($738,188,768,000) და სამხრეთ კორეა ($605,169,190,000) მოსდევს.

Share