Home » ბიზნესი » ექსპერიმენტული ნაკვეთი და ფერმერი, რომელიც საქართველოში ბიოლოგიურად სუფთა, იისფერ კარტოფილს აწარმოებს
ექსპერიმენტული ნაკვეთი და ფერმერი, რომელიც საქართველოში ბიოლოგიურად სუფთა, იისფერ კარტოფილს აწარმოებს

ექსპერიმენტული ნაკვეთი და ფერმერი, რომელიც საქართველოში ბიოლოგიურად სუფთა, იისფერ კარტოფილს აწარმოებს

ასპინძის რაიონის სოფელ ოშორაში ბიოლოგიურად სუფთა, იისფერ კარტოფილს აწარმოებენ.

ოშორაში მოყვანილი იისფერი კარტოფილით, ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი მარაგდება. მოსავალი დახლებზე ორმა მსხვილმა ობიექტმა უკვე განათავსა. წარმოების ხუთწლიანი ისტორია აჩვენებს, რომ უცხო შეფერილობის ბოსტნეულზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე იზრდება.

“კარტოფილი, უკვე მეხუთე სეზონია რაც საქართველოში იმკვიდრებს თავს. რაც შეეხება დაინტერესებას, პირველ რიგში, გამოიწვია მისმა ვიზუალმა, ხოლო გაცნობის შემდეგ, მისმა სასარგებლო თვისებებმა. ეს არის ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქცია. მიზანი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას მივაწოდოთ ეს პროდუქცია და თუ გავაძლიერდებით, ამის შემდგომ გავიტანოთ ექსპორტზე”, – აცხადებენ ფერმერები, კობა გვრიტიშვილი და მერაბ დათაშვილი აგროგარემო TV-სთან საუბრისას.

ფერმერებმა წელს სამ ტონამდე კარტოფილი მოიყვანეს, მომავალი წლიდან კი წითელი კარტოფილის წარმოებასაც გეგმავენ.

იისფერი კარტოფილი მდიდარია არამარტო ანტიოქსიდანტებით, არამედ ფოლის მჟავით, C ვიტამინით, მიკროელემენტებით, კალიუმით, რკინით, თუთიითა და ფენოლის ნაერთებით. ეს ჯიში მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითაც, ხოლო E C და K ვიტამინებს 2-ჯერ მეტად შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი კარტოფილი.

სანდრო პირველი

Share