Home » ახალი ამბები » ექსკლუზიურად „ელიტ ელექტრონიქსისგან“ საუკეთესო მონაცემების მქონე Thronos
ექსკლუზიურად „ელიტ ელექტრონისისგან“ საუკეთესო მონაცემების მქონე Thronos

ექსკლუზიურად „ელიტ ელექტრონიქსისგან“ საუკეთესო მონაცემების მქონე Thronos

ექსკლუზიურად მხოლოდ საახალწლოდ – „ელიტ ელექტრონიქსს“ ყველაზე უჩვეულო და განსხვავებული სტუმარი ეწვია Acer-ის ოჯახიდან, ეს Predator Thronos-ია!

Acer კიბერსპორტის პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის დიდი ხანია Predator-ის სახელით აწარმოებს კომპიუტერებსა და აქსესუარებს. ამჯერადაც საუკეთესო მონაცემების მქონე ატრიბუტებით აღჭურვილი Thronos-ი შემოგვთავაზა, რომელიც ნებისმიერი გეიმერის გულს დაიპყრობს. Predator Thronos-ით თამაში სრულიად ახალი გამოცდილება და შეგრძნებებია!

Predator Thronos არის უახლესი მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს სამ 27-ინჩიან მონიტორს, პროცესორ Predator Orion 9000-ს, მაუს Predator Cestus 510 gaming-ს, კლავიატურა Aethon 500 gaming-ს, ყურსასმენ Predator Galea 300 Gaming-ს და, რა თქმა უნდა, ყველაზე კომფორტულ, რეგულირებად სკამს, რომელიც იდეალურად ერგება ნებისმიერ სასურველ პოზიციას. ეს ყველაფერი განუმეორებელ გამოცდილებას ქმნის თითოეული გეიმერისთვის.

25 დეკემბერს Acer-მა და „ელიტ ელექტრონიქსმა“ Predator Thronos-სთან დაკავშირებით პოპულარულ თამაშ Fortnite-ში ჩემპიონატი ჩაატარეს და საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს, საპრიზო ადგილებზე გასულებს საჩუქრად გადაეცათ Acer-ის პლანშეტი და Predator-ის ჩანთა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს არაჩვეულებრივი და დაძაბული სანახაობისთვის და ვულოცავთ გამარჯვებულებს.

Predator Thronos-ზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეომიმოხილვა:  https://www.youtube.com/watch?v=8HmHEMDPnpE

„ელიტ ელექტრონიქსი“ გილოცავთ ახალ წელს!

Share