Home » საზოგადოება » ენგურჰესის კაშხლის ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობაზე 50 მლნ დაიხარჯება
ენგურჰესის კაშხლის ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობაზე 50 მლნ დაიხარჯება

ენგურჰესის კაშხლის ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობაზე 50 მლნ დაიხარჯება

 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.

კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე (280 მ) და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას. განვითარების კონცეფციის თანახმად, კაშხლის გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებისთვის.

ტურისტული ზონის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოების შემდეგ კი დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლად, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის 4 სექტემბრიდან ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ტურისტული ზონის პროექტირება, რომლისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ერთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

Share