Home » ეკონომიკა » „ენერგოტრანსი” მომდევნო სამი წლის განმავლობაში 39.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს
„ენერგოტრანსი" მომდევნო სამი წლის განმავლობაში 39.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

„ენერგოტრანსი” მომდევნო სამი წლის განმავლობაში 39.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

როგორც კომპანიის მენეჯმენტმა GBC-ს განუცხადა, საქართველოს გადაცემის ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის საფუძველზე მუშავდება 3 წელზე გათვლილი სამუშაოების პროგრამა.

პროექტების ჯამური ღირებულება 463.6 მილიონი ლარია.

თანხის მოსაზიდად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან  – ADB, მსოფლიო ბანკი, KfW, EBRD, IBRD-სთან და წლის ბოლომდე საინვესტიციო გეგმის ფარგლებში დაფინანსების წყაროები დაზუსტდება.

შესაძლოა თანადაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც  მოხდეს. ამასთან, შესაძლოა შეიცვალოს პროექტების განხორციელების ვადებიც.

არსებული გეგმით კი, განსახორციელებელი 7 პროექტიდან, ყველაზე მსხვილი პროექტი ორჯაჭვა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის  (ეგხ) “წყალტუბო-ახალციხეა”, რომლის სიგრძე 120 კმ, გამტარუნარიანობა კი 1200 მგვტ-ია. პროექტის ჯამური ღირებულება 244 მილიონი ლარია, მომდევნო სამ წელში კი პროექტზე 13.8 მილიონი უნდა დაიხარჯოს. პროექტი 2016 წელს უნდა დაიწყოს და 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქვესადგური “ახალციხე-500”-ში მუდმივი დენის ჩანართის 500/400 კვ,  350 მგვტ (მესამე) ბლოკის მოწყობა, რომლის ჯამური ღირებულება 180 მილიონი ლარია, სამ წელში კი პროექტზე 14.5 მილიონი უნდა დახარჯოს. ბლოკის მოწყობა 2017 წლის სექტემბერში უნდა დაიწყოს, ხოლო 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

დაგეგმილია ასევე 400 კვ, 150 კილომეტრიანი ეგხ ახალციხე-თორთუმის მშენებლობა, (საზღვრამდე 30 კმ), რომლის ჯამური ღირებულება 26.4 მილიონი ლარია, მომდევნო სამ წელში კომპანია ამ პროექტისთვის 3.3 მილიონს მიმართავს.  ეგხ-ის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება.

დაგეგმილია ასევე 500 კვ ქვესადგურ ახალციხის გაფართოვება ორჯაჭვა 500 კვ ეგხ
წყალტუბო-ახალციხე-ს მისაერთებლად  და უჯრედების მოწყობა – მომდევნო სამ წელში განსახორციელებელი ინვესტიცია – 3.7 მილიონი ლარია; 500 კვ ქვესადგურ ახალციხის გაფართოვება 400 კვ ეგხ “ახალციხე-თორთუმი”-ს მისაერთებლად და უჯრედის მოწყობა – განსახორციელებელი ინვესტიცია – 1.8 მილიონი ლარი; ქვესადგური ახალციხე-500-ში ორი 220 კვ-ის ორი  სახაზო  უჯრედის დაცვის სისტემის მოწყობა 220 კვ ეგხ “ბათუმი-ახალციხე”-სთვის – განსახორციელებელი ინვესტიცია 980 ათასი ლარი.

[wpolling id=”10″ width=”” height=””]

Share