Home » ბიზნესი » “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის 2016 წლის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, კომერციული კი, მცირედით შემცირდა
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის 2016 წლის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, კომერციული კი, მცირედით შემცირდა

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის 2016 წლის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, კომერციული კი, მცირედით შემცირდა

ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის 2016 წლის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა. კომერციული სექტორისთვის კი, მცირედით შემცირდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელზეც მან “ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” ელექტროენერგიის დანაწილების, გატარებისა და მოხმარების 2016 წლის ტარიფი დაადგინა.

სემეკის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიის აბონენტებისთვის, სამომხმარებლო ტარიფი დარჩა უცვლელი. კერძოდ, 0-100 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის 2016 წელს ტარიფი დარჩა იგივე, 12.954 თეთრი, 101-300 კვტ.სთ – 16.931 თეთრი და 301 კვტ.სთ და მეტი – 21.450 თეთრი, ტარიფები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.

რაც შეეხება ტარიფს კომერციული სექტორისთვის, სემეკის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მონაცემი მცირედით შემცირდა. უფრო კონკრეტულად კი, 110-35 კვ-ის შემთხვევაში მოქმედი ტარიფი არის 13,622 თეთრი, 2016 წელს კი ეს იქნება 13,571 თეთრი, 10-6-3,3 კვ-ს შემთხვევაში მოქმედი ტარიფი არის 14,238 თეთრი, ხოლო 2016 წელს იქნება 14,188 თეთრი და 0,4 კვ-ს შემთხვევაში მოქმედი ტარიფი არის 19,870, ხოლო 2016 წელს იქნება 19,796 თეთრი. ამ შემთხვევაში ტარიფები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტები არიან საქართველოს რეგიონები, კახეთისა და თბილისის გარდა.

bpn.ge

Share