Home » ახალი ამბები » ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი მარაგები ჯიპიაი ჰოლდინგშია დაზღვეული

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი მარაგები ჯიპიაი ჰოლდინგშია დაზღვეული

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი მარაგები ჯიპიაი  ჰოლდინგშია დაზღვეული

გუშინ საღამოს ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად  „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დაზარალებული მეწარმეების განაცხადი შემოვიდა. ამ ეტაპზე, ცნობილია რომ დამწვარია  ერთი მეწარმის  ხე-ტყის მასალის ორი საწყობი,რომელთაგან ერთი სრულიად განადგურდა, მეორე კი მაწილობრივ. ასევე, დამწვარია კიდევ ერთი მეწარმისმარაგები, რომელთა ჯამური ღირებულება 308 000 დოლარია.

ჯიპიაის ზარალების დარეგულირების ჯგუფი ხანძრის გაჩენისთანავეშემთხვევის დგილზეგამოცხადდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა,რომლის შემდეგაც  ცნობილი გახდება ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის კონკრეტული მოცულობა. დასკვნის მიღების  შემდეგკომპანია დაუყოვნებლივ დაიწყებს ზარალის დარეგულირების პროცესს.

ხანძრის შდეგად დაზიანებული საწყობები ქონების დაზღვევის პოლისითაა დაზღვეული. პოლისი ხანძართან ერთად, ითვალისწინებს ისეთი შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, როგორიცაა, სტიქიური მოვლენები,ძარცვა-ყაჩაღობა, ვანდალიზმი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ჯიპიაიმ გასულ წელს ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, რომელთაც ქონება და მარაგები  ჰქონდათ დაზღვეული, ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურდათ.

Share