Home » საზოგადოება » ელექტროტექნიკაზე ენერგიის მოხმარების მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება
ელექტროტექნიკაზე ენერგიის მოხმარების მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება

ელექტროტექნიკაზე ენერგიის მოხმარების მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება

ელექტროტექნიკაზე ენერგიის წვის მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული, რომელიც 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ კანონშემოქმედებით საქმიანობას შეეხება.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების აუცილებლობა არ არის გათვალისწინებული.

კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ კი ბაზარზე განთავსებული ან ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების და ამ მაჩვენებლების შესახებ პროდუქტზე სტანდარტული ინფორმაციის მითითება აუცილებელი გახდება.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ცვლილება  საშუალებას მისცემს საბოლოო მომხმარებელს, რომ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  სასურველი არჩევანი გააკეთოს.

Share