Home » ეკონომიკა » ეკონომიკური რეფორმა უნდა იყოს პროფესიონალურად მომზადებული და „რევოლუციური“
ეკონომიკური რეფორმა უნდა იყოს პროფესიონალურად მომზადებული და „რევოლუციური“

ეკონომიკური რეფორმა უნდა იყოს პროფესიონალურად მომზადებული და „რევოლუციური“

ეკონომისტი, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი, ვახტანგ ხომიზურაშვილი, პრემიერობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს ეკონომიკური რეფორმების გატარების ძირითადად მიმართულებებს სთავაზობს

ეკონომიკური რეფორმა უნდა იყოს პროფესიონალურად მომზადებული და „რევოლუციური“!

რეფორმის ძირითადი მიმართულებები :

1) ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება:
• ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების გამოყოფა ეროვნული ბანკიდან
• დივიდენდებზე 5%-ანი გადასახადის ანულირება
• საჯარო ფასიანი ქაღალდებში ინვესტირების შემთხვევაში აქციონერების საშემოსავლო გადასახადიდან განთავისუფლება
• ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ ახალი კანონის შემუშავება
• სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ჩამოყალიბება
• მუნიციპალური ობლიგაციების ბაზრის განვითარებისათვის, შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემუშავება

2) ბანკების არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით (დამატებით) – ბანკების 5%-ზე მეტის მქონე აქციონერებისათვის სხვა ბიზნესებში 5%-ზე მეტი აქციების პაკეტების ფლობის აკრძალვა და (მათთან აფელირებული პირებისათვის)

3) საკრედიტო საქმიანობის შესახებ ახალი საკანონმდებლო ნორმის მიღება

4) ფინანსური ლიზინგის, როგორც საინვესტიციო საქმიანობის სტატუსის აღიარება და სალიზინგო
გადასახადებზე დღგ-ს გადასახადის ანულირება

5) საინვესტიციო ფონდების საქმიანობის შესახებ კანონის მიღება

6) საკლირინგო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონის მიღება

7) პროფესიონალური შემფასებლის ინსტიტუტის და ლიცენზირების წესების შესახებ საკანონმდებლო ნორმის შემოღება

რეფორმის სასტარტო პერიოდი – 2 წელი

ეკონომიკური ზრდა – გარანტირებულია!

ვახტანგ ხომიზურაშვილი,
ეკონომისტი, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი

Share