Home » საზოგადოება » ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ერთიანდება
ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ერთიანდება

ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ერთიანდება

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ქონების მართვის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო ერთიანდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„ჩვენი ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მომსახურების სააგენტო მოძრავი ქონების გაყიდვას, შესაბამისად, იმისთვის რომ ჩვენი მოქალქეებისთვის და ბიზნესებისთვის უფრო მარტივი იყოს ამ სერვისით სარგებლობა, ეს მოექცევა ერთი ქუდის ქვეშ. ანუ ქონების მართვის სააგენტო შეითავსებს მოძრავი და უძრავი ქონების განკარგვის პროცედურებს და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით უფრო მარტივად იქნება ეს სერვისი შეთავაზებული“, – განაცხადა თურნავამ.

Share