Home » საზოგადოება » „ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ეყოლება, რომელიც ინვესტიციებზე იქნება პასუხისმგებელი“
„ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ეყოლება, რომელიც ინვესტიციებზე იქნება პასუხისმგებელი“

„ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ეყოლება, რომელიც ინვესტიციებზე იქნება პასუხისმგებელი“

„ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ეყოლება, რომელიც ინვესტიციებზე იქნება პასუხისმგებელი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით,  მნიშვნელოვანი ფოკუსი გაკეთდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ევროკავშირთან და იმ პრიორიტეტული საქონლის და მომსახურების ჩამონათვალზე, რომელზეც აქცენტი გაკეთდება მომავალში იმისთვის, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს.

„დღეს მე დავამტკიცებ ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილეებს. ჩვენ შემოგვაქვს მნიშვნელოვანი მოადგილის შტატი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინვესტიციებზე, ზოგადად ინვესტორებთან ურთიერთობებზე.

ეს განხორციელდება არამხოლოდ ინვესტიციების მოზიდვის პერიოდში, არამედ ინვესტიციის განხორციელების შემდგომაც. რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რომ მიგვეღო ეს შედეგი. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოადგილე ასევე იქნება პასუხისმგებელი სხვა უწყებებთან კოორდინაციაზეც, რომელბთანაც ასევე უწევთ ურთიერთობა ინვესტორებს.

ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და ვიმოქმედებთ ერთი ფანჯრის პრინციპით, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ინვესტორებთან კომუნიკაციაზე“ – განაცხადა პრემიერმა

Share