Home » საზოგადოება » ეკონომიკის მინისტრის 2 ახალი მოადგილის ვინაობა ცნობილია
ეკონომიკის მინისტრის 2 ახალი მოადგილის ვინაობა ცნობილია

ეკონომიკის მინისტრის 2 ახალი მოადგილის ვინაობა ცნობილია

bm.ge-ს ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ახალი მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი და ნიკა ალავიძე იქნებიან.

დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკის, ნიკა ალავიძე კი საინვესტიციო მიმართულების კურატორი იქნება.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროში ახალი მოადგილის შტატი იქმნება, რომელიც უშუალოდ ინვესტორებთან ურთიერთობაზე იქნება პასუხისმგებელი.

პრემიერის თქმით, ეს ინვესტორებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის სისტემით ჰქონდეთ კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან და ამით სხვა უწყებებთან ურთიერთობის საჭიროება მოიხსნება.

„დღეს მე დავამტკიცებ ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილეებს. ჩვენ შემოგვაქვს მნიშვნელოვანი მოადგილის შტატი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინვესტიციებზე, ზოგადად ინვესტორებთან ურთიერთობებზე.

ეს განხორციელდება არამხოლოდ ინვესტიციების მოზიდვის პერიოდში, არამედ ინვესტიციის განხორციელების შემდგომაც. რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რომ მიგვეღო ეს შედეგი. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოადგილე ასევე იქნება პასუხისმგებელი სხვა უწყებებთან კოორდინაციაზეც, რომელბთანაც ასევე უწევთ ურთიერთობა ინვესტორებს.

ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და ვიმოქმედებთ ერთი ფანჯრის პრინციპით, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ინვესტორებთან კომუნიკაციაზე“ – განაცხადა პრემიერმა.

MBG

Share