Home » ეკონომიკა » ეკონომიკის მინისტრი ელჩებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დახმარებას სთხოვს
ეკონომიკის მინისტრი ელჩებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დახმარებას სთხოვს

ეკონომიკის მინისტრი ელჩებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დახმარებას სთხოვს

ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ და მაქსიმალურად მოგვეხმარონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამბასადორიალის გახსნამდე საქართველოს ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგი ტრადიციაა, როდესაც ელჩები და მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველის წლის სექტემბრის დასაწყისში ამბასადორიალზე იკრიბებიან.

“ეს არის შესაძლებობა, როდესაც ჩვენ ვაცნობთ ელჩებს იმ ეკონომიკურ კურსს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, ასევე იმ საინვესტიციო პოტენციალს და ახალ პროექტებს, რომლებზეც ხელისუფლება მუშაობს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში

[wpolling id=”4″ width=”” height=””]
Share