Home » ახალი ამბები » ეკა ლალიაშვილი: ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის
ეკა ლალიაშვილი: ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის

ეკა ლალიაშვილი: ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის

ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის. ასევე, უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც მგზავრი დარეკავს და მიაწვდენს ხმას მარეგულირებელს, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა, ტაქსების რეფორმირების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ რეფორმას, რომელიც მიმდინარეობს ტაქსების მომსახურების სფეროში. ეს არის ის საკითხი, რომელიც ეხება უსაფრთხოებას და მისი განხორციელების მთავარი მიზანიც ეს არის. ამიტომ, ვემიჯნები იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც პრაქტიკულად არასწორად არის გამოყენებული, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ დამატებით მიმართულებებზე რაც სჭირდება ამ რეფორმას. როცა ვსაუბრობთ ტაქსების უსაფრთხოების საკითხზე, უმნიშვნელოვანესია გათვალისწინებული იყოს შემდეგ ეტაპებად მძღოლების მზაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და კომფორტულად განახორციელონ ეს მომსახურება. ცნობილია, რომ ავტოავარიები როცა ხდება 90% არის განპირობებული ადამიანური ფაქტორის და შეცდომის გამო. დღეს, ჩვენ ვიცით როგორი კატეგორიის მძღოლები გვყავს ამ მომსახურების სფეროში, ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ იქნას გაჟღერებული, თუნდაც რეფორმის მესამე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნების წაყენება მძღოლებისთვის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და არ უნდა იყოს საშიში საზოგადოებისთვის. მან უნდა იცოდეს ელემენტარული ქცევის წესები მომხმარებლის მიმართ. ასევე, უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც მგზავრი დარეკავს და მიაწვდენს ხმას მარეგულირებელს. გვინდა, შემდეგი გეგმები მოვისმინოთ მერიისგან. ეს რეფორმა ჰაერივით სჭირდება ამ ქალაქს. ასევე, კარგია, რომ მერია მიდის იმ დათმობებზე, რაც ესმის მძღოლებისგან, მაგალითად, აპირებს ავტომობილების გადაღებვის ვაუჩერები მისცეს მათ”,- განაცხადა ლალიაშვილმა.

Share