Home » ბიზნესი » ეფრემ ურუმაშვილი: WEF-მა Bitfury წამყვან, პიონერ ტექნოლოგიურ კომპანიად აღიარა
ეფრემ ურუმაშვილი: WEF-მა Bitfury წამყვან, პიონერ ტექნოლოგიურ კომპანიად აღიარა

ეფრემ ურუმაშვილი: WEF-მა Bitfury წამყვან, პიონერ ტექნოლოგიურ კომპანიად აღიარა

ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი Bitfury-ს ახალ მიღწევებზე BMG-ის გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრობს.

მისი თქმით, კლაუს შვაბის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა Bitfury პიონერ ტექნოლოგიურ კომპანიად აღიარა. ამასთან დაკავშირებით განაცხადი ჯერ კიდევ, 1 თვის წინ გაკეთდა.

ეფრემ ურუმაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული ფორუმი გამორჩეულად დიდი გავლენის მქონეა და ის მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვან იმპულსს აძლევს.

„Bitfury-ს აღიარებაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აქ წყდება მსოფლიო ბაზრისა და მსოფლიო პოლიტიკური ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივები”, – აცხადებს ფინანსისტი.

WEF (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი) ყოველწლიურად იანვარში შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Bitfury Forbes-ის რეიტინგებშიც გხვდება და 2019 წელსაც მსოფლიოს წამყვანი ბლოქჩეინ-ტექნოლოგიურ 50 კომპანიას შორის არის დასახელებული.

BM.GE

Share