Home » საზოგადოება » „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ მიერ დაზარალებულები კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავენ
„ეფიქს ბიზნეს გრუპის“ მიერ დაზარალებულები კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავენ

„ეფიქს ბიზნეს გრუპის“ მიერ დაზარალებულები კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავენ

მთავარ პროკურატურასთან საფინანსო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ მიერ დაზარალებულთა საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები კომპანიისგან ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, საბროკერო კომპანიში სხვადასხვა თანხა შეიტანეს, იმ პირობით, რომ ფულს უკან მოგებით და პროცენტებით დაუბრუნებდნენ. დაზარალებულები ამბობენ, რომ კომპანიისგან არანაირი თანხა არ მიუღიათ.

დაზარალებულების ინტერესს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი იცავს. ადვოკატს დაზარალებულებთან ერთად პროკურატურაში კომპანია „ეფიქ ბიზნეს გრუპის“ წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს.

Share