Home » საზოგადოება » “ე.წ საბანკო შავი სია ჩემთვის მიუღებელია, ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას”
"ეროვნულმა ბაკმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა"

“ე.წ საბანკო შავი სია ჩემთვის მიუღებელია, ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას”

– ბატონო მამუკა თქვენ განაცხადეთ, რომ დღეს დაახლოებით 630 ათასი ადამიანი ე.წ შავ სიაშია და მოკლებულია განახორციელოს ეკონომიკური ცხოვრება, რაც მათ შორის გამოწვეულია “უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით”. რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ ამ კუთხით,-ამ შეკითხვით მიმართა “აიპრესმა” პრემიერს, რაზეც მამუკა ბახტაძემ უპასუხა: 

– რაც შეეხება შავ სიას, რაც განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, იგივეს განცხადებ დღეს, რომ ეს გახლდათ სრულიად მიუღებელი. ჩვენი მოქალაქეები, ეს გახლავთ თითქმის 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია განახორციელოს ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური აქტივობა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს ამ შემთვევაში გახლავთ ბარიერი, რაც მიუღებელია, ამ პრობლემას სჭირდება გადაჭრა. ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, უკვე შემოდგომაზე ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გვექნება.

 

წყარო: ipress.ge

Share