Home » ახალი ამბები » ძიუდოისტებს ფედერაციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ერთი ადამიანი
ძიუდოისტებს ფედერაციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ერთი ადამიანი

ძიუდოისტებს ფედერაციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ერთი ადამიანი

საქართველოს ძიუდოს სამყაროში რამდენიმე ხნის წინ დაწყებული დაპირისპირება დღეს სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ (31 მაისი) ღამით სპორტსმენებს, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, ცეცხლი გაუხსნეს და წინასწარი ცნობებით თავდამსხმელები ფედერაციის თანამშრომლები არიან.

დაჭრილია ერთი ადამიანი. სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორისაა ლომერ ჟორჟოლიანი, რომელსაც ფედერაციაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა, ამჟამად კი ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია.

არსებული ინფორმაციით, ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა. დაპირისპირება სავარაუდოდ გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე, „მაკდონალდსთან“ მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ

ვრცელდება ასევე ცნობა, რომ კონფლიქტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, რომელმაც ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.

 

Share