Home » საზოგადოება » „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე“
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე“

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე“

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან არის ძალიან ხელსაყრელი პირობები ბიზნესის წარმოებისთვის და ელექტროენერგიის, კერძოდ, ჰიდროელექტროენერგიის საკმაოდ დიდი რესურსები.

„დღევანდელი კონფერენცია იმის დამადასტურებელია, რომ ძალიან ძლიერი კომპანია და სერიოზული ინვესტორები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ამ ბიზნესში მონაწილეობენ, საქართველოს სერიოზულად უყურებენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა – ეს წაგვადგება არამარტო ეკონომიკის განვითარებაში, არამედ ჩვენი, ადამიანური ინტელექტუალურ-ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებაში, რადგან ეს სფერო დაკავშირებულია მაღალ ტექნოლოგიებთან. ამ მიმართულებით რაც უფრო მეტი კომპანია და მეტი ინვესტიცია იქნება, მით უფრო მეტი გვეყოლება მაღალკვალიფიციური კადრი. შესაბამისად, უნდა მივესალმოთ ასეთ კოოპერაციებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

Share