Home » საზოგადოება » დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენიანი წარადგინა
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენიანი წარადგინა

დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენიანი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა.

კელი დენიანი ამჟამად აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში. მას დიპლომატიურ სამსახურებში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

დენიანს წამყვანი დიპლომატიური პოსტები ეკავა იტალიაში, კოსოვოში, ავაღანეთსა და თურქეთში.

შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტური იყო. 2015 წლიდან 2018 წლამდე აშშ-ის ელჩის თანამდებობას საქართველოში იან კელი იკავებდა. კელი დენიანის კანდიდატურას მხარი ამერიკის სენატმა უნდა დაუჭიროს.

Share