დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ერს ეხება. ნარკოტიკები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავ სიცოცხლეს ღუპავს. დღეს პირობას ვდებთ, რომ ამ საფრთხეს ერთად შევებრძოლებით“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, გაეროს 129 წევრმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მიერ მომზადებულ ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას და ამ საკითხში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.