Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი – თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ
დონალდ ტრამპი - თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ

დონალდ ტრამპი – თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ტარიფების ადამიანია“ და ყოველთვის მზად არის ჩინეთის წინააღმდეგ ახალი ტარიფები დააწესოს.

„ჩინეთთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ეს მოლაპარაკებები არგენტინაში ჩემი და პრეზიდენტ სის შესანიშნავი და ძალიან თბილი შეხვედრიდან 90 დღეში დასრულდება“, – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ის „ტარიფების ადამიანია“.

„თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ და ამას იმ შემთხვევაში ვამბობ, თუ მოლაპარაკებები ჩინეთთან წარმატებულად არ დასრულდება“, – დასძინა მან.

Share