Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ – გმადლობ, ერდოღან!
დონალდ ტრამპი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - გმადლობ, ერდოღან!

დონალდ ტრამპი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ – გმადლობ, ერდოღან!

არაჩვეულებრივი ახალი ამბავი თურქეთიდან. გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ბრიფინგიც გამართა და მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს თურქეთში გამგზავრებისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისთვის.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის, რაც მან რეგიონში გააკეთა, “არასტანდარტულია.“

“ერთი წვეთი ამერიკული სისხლის დაღვრის გარეშე, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სირიის სასაზღვრო რეგიონში. ზოგჯერ მათ ჩხუბის საშუალება უნდა მისცე. ეს ძალიან ჰგავს ორი ბავშვის ამბავს. როცა თავდაპირველად მათ წაჩხუბების საშუალებას აძლევ და შემდეგ აშველებ,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გუშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ თურქეთი ცეცხლის დროებით შეწყვეტას დასთანხმდა. მისი თქმით, თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს, რათა ქურთულ ძალებს შესაძლებლობა მიეცეთ, “უსაფრთხოების ზონა” 120 საათის განმავლობაში დატოვონ.

ipn.ge

Share