Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი: რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს
დონალდ ტრამპი: რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს

დონალდ ტრამპი: რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული.

ტრამპა ამის შესახებ ბრიუსელში, NATO-ს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა გააკრიტიკა ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებმაც გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ მშენებლობას დაუჭირეს მხარი.

„რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. გერმანია რუსეთის ტყვეობაშია. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

Share

About bachana jincharadze