Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი: დააკვირდით, რა დაემართა ევროპას, სრული დომხალი
დონალდ ტრამპი: დააკვირდით, რა დაემართა ევროპას, სრული დომხალი

დონალდ ტრამპი: დააკვირდით, რა დაემართა ევროპას, სრული დომხალი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არალეგალური მიგრაცია გააკრიტიკა და ევროპაში მიგრანტებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას სრული დომხალი უწოდა.

„თქვენ, ვინც არალეგალურ მიგრაციას უჭერთ მხარს – კარგად დააკვირდით იმას, რაც ევროპას ბოლო ხუთი წლის მანძილზე დაემართა. სრული დომხალი! ისინი დიდი სიხარულით შეცვლიდნენ ახლა მაშინდელ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ დიდი სუვერენული ქვეყანა, გვაქვს ძლიერი საზღვრები და არასდროს შევეგუებით იმას, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად ჩამოდიოდნენ“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

Share