Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი: აშშ წყვეტს ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას და ანახლებს სანქციებს
დონალდ ტრამპი: აშშ წყვეტს ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას და ანახლებს სანქციებს

დონალდ ტრამპი: აშშ წყვეტს ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას და ანახლებს სანქციებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, ვაშინგტონი აღადგენს ირანის წინააღმდეგ 2015 წლამდე მოქმედ სანქციებს. პრეზიდენტის გამოსვლას პირდაპირ ეთერში გადასცემდა თეთრი სახლის ოფიციალური Youtube არხი.
“ვაცხადებ, რომ ამერიკა გამოდის ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან”, – განაცხადა ტრამპმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა ირანთან თანამშრომლობას საბოლოოდ შეწყვეტს, თუმცა თანამშრომლობა მხოლოდ ახალი შეთანხმებისა და პირობების ფარგლებში გაგრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ მისი დადება მოხერხდება.
პრეზიდენტმა ირანს შეთანხმების პირობების დარღვევასა და სიცრუეშიც დასდო ბრალი, მაგრამ აღნიშნა, რომ პრობლემა თავად შეთანხმების პირობებშია.
“იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი შეთანხმების პირობებს შეასრულებს, ბოლოს ის ბირთვულ იარაღს მიიღებს და დაიწყება გიჟური რალი, რომელსაც მე ვერ დავუშვებ”, – თქვა ტრამპმა.
წყარო:agora.ge
Share