Home » ახალი ამბები » “დირსმა” გამწვანების აქცია გამართა
“დირსმა” გამწვანების აქცია გამართა

“დირსმა” გამწვანების აქცია გამართა

„ას ჯორჯია-დირსმა“ გამწვანების აქცია გამართა, რითაც მხარდაჭერა გამოუცხადა ღონისძიებას, რომელიც კამპანია „გაამწვანე ვარკეთილის“ ფარგლებში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით გაიმართა.

ვარკეთილის 3, II მ/კN166-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ძირი კედარი დაირგო.

გამწვანების აქციას „ას ჯორჯია-დირსის“ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეუერთდნენ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში სტაჟირების პროგრამას გადიან.

“დირსისთვის” პრიორიტეტულია თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ  მიმართული მსგავსი გარემოსდაცვითი აქციების მხარდაჭერა.

საკუთრივ „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, უახლოეს ხანში მტკვრის სანაპიროზე ბულვარისა და პარკის მასშტაბური განაშენიანების პროექტი განხორციელდება, სადაც 5000-ზე მეტი ხე მცენარე დაირგვება და ევროპული ტიპის პარკი მოეწყობა.

Share