Home » საზოგადოება » “დირსიში” საერთაშორისო (FIBA) სტანდარტების ღია საკალათბურთო მოედანი გაიხსნა
"დირსიში" საერთაშორისო (FIBA) სტანდარტების ღია საკალათბურთო მოედანი გაიხსნა

“დირსიში” საერთაშორისო (FIBA) სტანდარტების ღია საკალათბურთო მოედანი გაიხსნა

დღეს, “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში რეგიონში პირველი საერთაშორისო (International Basketball Federation- FIBA) სტანდარტების ღია საკალათბურთო მოედანი გაიხსნა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საზეიმო გახსნა ევროკავშირის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის პროგრამა #დაიბრუნეშენიქუჩების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

“დირსის” არჩევანია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პრიორიტეტული მიმართულებაა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობების წახალისება და ხელშეწყობა, რასაც სრულად ესადაგება დირსის კომპლექსის განაშენიანება, სპორტული ინფრასტრუქტურა და ღია სივრცეები”, – აცხადებენ კომპანიაში.

 

Share