Home » ბიზნესი » დირსის სტარტაპ სივრცე – ადგილი, სადაც წარმატება იწყება!
დირსის სტარტაპ სივრცე – ადგილი, სადაც წარმატება იწყება!

დირსის სტარტაპ სივრცე – ადგილი, სადაც წარმატება იწყება!

დირსის პრიორიტეტს მაცხოვრებელთათვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების  შექმნის გარდა, საქართველოში მცირე ბიზნესებისა და სტარტაპების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც  სრულად  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. სწორედ ამ მიზნით, „ას ჯორჯია-დირსი“ 2000 კვ.მ. სივრცეს ახალი ბიზნესისთვის ქმნის.

დირსის სამუშაო სივრცეში, სტარტაპი საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებს. 1 კვადრატული მეტრის ღირებულება სამუშაო სივრცეში 1 ლარს შეადგენს.

„ას ჯორჯია-დირსიმ“ ახალი პროდუქტი დამწყები ანტრეპრენერებისთვის, სტარტაპებისა და მცირე მეწარმეებისთვის შექმნა. სამუშაო სივრცის ქირაობა მიზერული თანხა ჯდება, რაც სტარტაპებს ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას აძლევს.

დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მეწარმეებს ინოვაციური წამოწყებებისთვის, „დირსი“ 6 ახალ სივრცეს სთავაზობს: co-working სივრცე (საზიარო სამუშაო სივრცე), შეხვედრების ოთახი, Office with a desk, საოფისე სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და სახელოსნო სივრცე მეწარმეებისათვის.

დირსმა სტარტაპერების პირველ ნაკადს უკვე უმასპინძლა, სადაც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთმანეთი გაიცნეს და ერთმანეთს თავიანთი საქმიანობის სფეროები გაუზიარეს.

სივრცეში უკვე 30-მა ბიზნესმა აიღო სტარტი:

  • სამხატვრო, სარესტავრაციო სახელოსნოები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები
  • სარეკლამო სააგენტოები
  • ტურისტული კომპანიები
  • არტ სივრცეები
  • ფოტო სტუდიები
  • სამკერვალოები

დირსის სტარტაპ სივრცე – ადგილი, სადაც წარმატება იწყება!

Share