Home » ეკონომიკა » “დღეს ბანკები ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ”
"დღეს ბანკები ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ"

“დღეს ბანკები ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ”

“ის ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, არის იმ დანაშაულებრივი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი რაც ე.წ. რეფორმატორებმა გააკეთეს თავის დროზე”

დღეს ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ

მიმდინარე კვირაში მთავრობის ახალი ხელმძღვანელი პარლამენტს იმ მცირე მთავრობას წარუდგენს, რომლისთვისაც ახალი კონცეფცია დაიწერა და 150-მდე კანონპროექტში ცვლილებები შევიდა.

წინასწარ ცნობილია, რომ ახალ მინისტრებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, უმრავლესობა კი მზადაა ახალი თუ ახალ მთავრობაში დარჩენილი ძველი მინისტრების ხედვები მოისმინოს და მხარი დაუჭიროს. მას შემდეგ, რაც 14 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერი ახალ მინისტრებს წარადგენს, რომლებსაც ერთი კვირის ვადაში დაამტკიცებენ, ახალი პრემიერი თავისი, ასე ვთქვათ, კომპაქტური მთავრობით ქვეყნის მართვას შეუდგება და სავარაუდოდ, უმოკლეს დროში ის სიკეთეებიც უნდა დავინახოთ, რისთვისაც ახალმა პრემიერმა ერთთვიანი საკანონმდებლო შრომა გასწია.

რა არის დღევანდელი საქართველოს რეალური პრობლემა, მთავრობისა და ბიუროკრატიის მოცულობა თუ კვალიფიკაციისა და პოლიტიკური ნების დეფიციტი – მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, დემურ გიორხელიძემ For.ge-სთან ისაუბრა.

როდესაც პრემიერმინისტრს კითხვას უსვამენრა სიკეთეს მივიღებთ მცირე მთავრობისგანმას ხშირად აქცენტი გადააქვს იმ 200 მილიონ ლარზერომელსაც ორ წელიწადში დაზოგავს სახელმწიფო ბიუჯეტითანხების გამოთავისუფლება ცუდი არ არისმაგრამ ჩვენს ეკონომიკას დღეს ეს პრობლემა აქვს?

– სიმართლე გითხრათ, აქცენტი გადატანილია ისეთ თემაზე, რაც არსებითი არ არის, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, მცირეა თუ დიდი მთავრობა, რადგან პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და არა მხოლოდ ეკონომიკაში. ამდენად, მნიშვნელოვანია რა ამოცანების გადაწყვეტას ცდილობს ხელისუფლება.

ჯერჯერობით არაფერი მომისმენია იმაზე, თუ რა პრობლემებზეა ორიენტირებული ახალი მთავრობა და პრემიერი – რა უნდა გადაწყვიტონ.

მცირე მთავრობაზე ლაპარაკი იმდენად არასერიოზულია, რომ პასუხის გაცემაც კი არ მინდა. დავუშვათ, ის იდეალური შემთხვევაც დადგეს და 200 მილიონი დაიზოგოს, ამ ჩავარდნილ ეკონომიკაში, რომლის მოცულობაც არის მიზერული – დაახლოებით, 15 მილიარდ დოლარამდე, არ მესმის მცირე მთავრობაზე საუბარი რას იძლევა.

მთავარია მთავრობა იყოს ეფექტური – რა არის ეფექტურობის კრიტერიუმები, როგორ გაიზომება, როგორი იქნება ეკონომიკა ხვალ და ზეგ – ეს არის მნიშვნელოვანი.

სავალუტო ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონმიკის ზრდა 2022 წლის ჩათვლით არ იქნება წლიურ 5,5%-ზე მეტი, ისიც ბოლო სამ წელიწადში. როდესაც ისედაც უმცირეს ეკონომიკაში ასეთი უმნიშვნელო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ სსფ-ს, გნებავთ, მსოფლიო ბანკის საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხედავენ, რომ იმ ტიპის რეფორმა, რომელიც ძირეულად შეცვლის სიტუაციას, საქართველოში არ ტარდება.

ახალი პრემიერის პროგრამაშიც არაფერია ნათქვამი, თუ რა სერიოზული ნახტომისთვის მზადდება ეკონომიკა. როგორი იქნება ინსტიტუციონალური თუ ინფრასტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის სამართლებრივი და ბიზნესის თვალსაზრისით. როგორ მოეწყობა ფინანსური ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ქართული ეკონომიკის, რაზე გაკეთდება სტიმულები, საქართველოს ეკონომიკა ნელ-ნელა დაიწყებს თუ არა ინოვაციურ რელსებზე გადასვლას თუ ისევ ტურიზმზე გვესაუბრებიან…

ტურიზმს რაც შეეხება, ორჯერ მეტი ტურისტი რომ შემოვიდეს საქართველოში, ამით ეკონომიკის მომავალი უკეთესი არ გახდება, ვერანაირი სოციალური პრობლემები ამით ვერ გადაწყდება და ა.შ.

ჩვენ გვესმის განცხადებები, რომელიც აცდენილია დროს და სივრცეს – იყოს მთავრობა თუნდაც მრავალრიცხოვანი, ოღონდაც საქმე გაკეთდეს. სად არის ის საქმე, რომელსაც ეს მცირე მთავრობა გააკეთებს? 200 მილიონის ეკონომიაც არაფერს არ იძლევა, რადგან ეს თანხა ვერ მოახდენს გარღვევას იმ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

ჯერჯერობით კონკრეტული რაც მოვისმინეთეს არის ცვლილებები საგადასახადო კოდექსშიშემცირდება მცირე ბიზნესისთვის ბრუნვის გადასახადითუმცა სამწუხაროდმასზე ქართულ ეკონომიკაში თითქმის უმნიშვნელო წილი მოდის – დაახლოებით 3%-ზეა საუბარი

– ჩვენ გვინდა პრემიერისგან მოვისმინოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კონცეფცია – რა ეშველება ამ ყველაზე მეტად განადგურებულ სექტორს, რომელიც სულს ღაფავს, საკუთარ რისკზე მუშაობს, არანაირი ხელშეწყობა საკუთარ ქვეყანაში არ გააჩნია… მერე რა, რომ 1%-ზე დავა ბრუნვის გადასახადი, ამით უკეთესი გახდება მისი მდგომარეობა?!

წარმოდგენები, რომ ამგვარი ცვლილებით რეალური შედეგი შეიძლება მივიღოთ, ძალზე დამაფიქრებელია – დღევანდელი გაჭირვებული მცირე მეწარმისთვის 5-ის ნაცვლად 1%-იანი ბრუნვის გადასახადი ძალიან კარგია, მაგრამ რა შეიცვლება ამით? რა ხელშემწყობი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ მცირე ბიზნესმა შეასრულოს ორი ფუნდამენტალური ფუნქცია, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკისრია მცირე და საშუალო ბიზნესს?!

განვითარებული ქვეყნები უამრავ ღონისძიებას ატარებენ ამისათვის – აშშ-ში მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია არსებობს, რომლის ხელმძღვანელსაც პრეზიდენტი ნიშნავს და ყოველ შტატში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნის, მათ უზარმაზარი ფუნქციები აკისრიათ.

ის ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, არის იმ დანაშაულებრივი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი რაც ე.წ. რეფორმატორებმა გაკეთეს თავის დროზე. არავის აინტერესებდა მცირე და საშუალო ბიზნესი. ყველა იმ ოლიგარქიული ბიზნესებით იყო დაინტერესებუილი, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში.

თუ ამერიკის მთლიან შიდა პროდუქტის მოცულობაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ნახევარზე მეტია და თითქმის ყველა ქვეყანაში ასეა, საქართველოში როგორ მოხდა, რომ მცირე და სშუალო ბიზნესზე მხოლოდ 20% მოდის, ხოლო ეკონომიკის 80%-ს დიდი ქართული კომპანიები აკეთებენ?! – ეს არის სიმახინჯე და ახალი პრემიერისგან გვაინტერესებს აქ რა შეიცვლება.

რა შეიცვლება ფინანსურ სექტორში, სადაც ბანკები დომინირებენ და მოსპობილია ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა? – ეს ბანკების ბრალი არ არის, იმ ხელისუფლების დანაშაულია, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა ის სიმახინჯე, რომელსაც ქართული საბანკო სისტემა ჰქვია.

ახალ პრემიერს წარმატება მინდა ვუსურვო და ყველა წარმატებული ნაბიჯი საკუთარი ხელისუფლებისა ნამდვილად მიხარია, მაგრამ უკანასკნელი 25-30- წელია საქართველოს არ ჰყოლია მთავრობა, რომელიც საქმეს გააკეთებს.

როდესაც პირველად გამოჩნდა ბახტაძეყურადღება მიიქცია სწორედ საბანკო სექტორთან დაკავშირებული განცხადებებითგაჩნდა იმედირომ საბანკო პოლიტიკასთან მიმართებაში ძირეულად თუ არაარაპროფილურ საქმიანობასთან დაკავშირებით მაინცრაღაც გადაიხედებოდათუმცა ეს თემა ჯერეჯერობით აღარ გრძელდება

– პირველი განცხადება რაც გააკეთა, იყო აბსოლუტურად სწორი, სამართლიანი და მხარდასაჭერი – თუ საბანკო სისტემამ ეკონომიკაში თავისი ცივილიზებული ადგილი არ დაიკავა – თანამდეროვე ცივილიზებულ სამყაროში საბანკო სექტორს რა ფუნქციები და ვალდებულებებიც გააჩნია, ის არ შეასრულა, არაფერი შეიცვლება.

დღეს ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ – მცირე, საშუალო თუ ნებისმიერი დამოუკიდებელი ბიზნესი აბსოლუტურად ფინანსური მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი. შიგნით რა ხდება, თავიანთ ბიზნესებს რა პროცენტში აძლევენ კრედიტს, სხვის ბიზნესს – რა პროცენტში, ეს კიდევ ცალკე თემაა…

ბახტაძის შემდგომი განცხადებები ცოტა უფრო კომპრომისული იყო, არადა ამ თემაში კომპრომისები არ არის საჭირო. ბანკების ექსპროპრიაციებს და მსგავს მეთოდებს ნამდვილად არ ვგულისხმობ, მაგრამ თამაშის ცივილიზებული წესების შემოტანა ნამდვილად აუცილებელია. ბანკებმაც კეთილი უნდა ინებონ და დაემორჩილონ ამ ძალზე აუცილებელ ცვლილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მამუკა ბახტაძე კი არა, ვინც არ უნდა მოვიდეს, არაფერი შეიცვლება, რადგან სისტემაა მახინჯი, რომელიც ქვეყნის განვითარების საშუალებას არ იძლევა.

პრემიერმა ზუსტად უნდა იცოდეს მიგრაციის რა დონეა ქვეყანაში, რამდენი ადამიანია გასული, ქვეყნის შიგნით როგორია ხელფასების დონე კერძო სექტორში – თავი დავანებოთ სახელმწიფო სექტორს, რომლის ხარჯზეც დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი მოდის. როგორია სახელფასო განაკვეთები, შრომის პირობები; დაცულია თუ არა თანამშრომლების უფლებები – ტოპმენეჯერების მაღალი ხელფასი ბევრს არაფერს ნიშნავს – რა ოდენობის სხვაობაა ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლების ხელფასებს შორის, რომლებიც უმცირეს თანხებს იღებენ – უსერიოზულესი ცვლილებებია საჭირო.

განცხადებების დონეზე რაც მოვისმინეთყველაფერი მისაღებიათუნდაც ისრომ ბიზნესში სამართლიანი თამაშის წესები დამყარდებამაგრამ რეალურად როდის დავინახავთ რომ რაღაც იცვლებაროდესაც ეკონომიკაზეა ლაპარაკისპეციალისტები მუდამ ამბობენრომ ხელშესახები ცვლილებები მყისიერად ვერ დადგება და ამასობაში გადის ათწლეულებირომელიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება

– საქართველოს უკვე აღარ აქვს დრო, ამიტომ პარალელურად, რამდენიმე მიმართულებით უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც როგორც უახლოესი, ასევე საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის მიზნებს მოემსახურება. მართალია, საქართველოს ხელისუფლებები სულწასულები არიან და უცებ უნდათ რაღაცის მიღწევა, მაგრამ ოდესმე ვინმემ ხომ უნდა გათვალოს გრძელვადიან პერსპექტივაში როგორი წარმოუდგენია საკუთარი ქვეყანა? ცხადია, მიმდინარე პრობლემებს გვერდს ვერავინ აუვლის, მაგრამ ახლა თუ არ ჩაეყარა საფუძველი გრძელვადიან სტრატეგიას, რაზე ვილაპარაკოთ? იმაზე, რომ ტურისტები მოდიან და აყვავდა ქვეყანა?!

კიდევ ერთი გადასაჭრელი პრობლემაა ეკონიმიკური განათლება, როდესაც ისეთი ეკონომიკური განათლების მიღება იქნება შესაძლებელი, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, მაშინ აღარ გაიმართება უსაგნო მსჯელობები, როგორი უნდა იყოს მთავრობა დიდი თუ პატარა – მთავარია მისი ეფექტიანობა და ეფექტურობა. ეფექტურობის ერთ-ერთი კრიტერიუმი კი შეიძლება ისიც იყოს, რომ მისი შენახვა ძვირი არ უნდა ჯდებოდეს.

როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და არც ერთი მათგანი არ წყდება თავისუფლების მოპოვების დღიდან, მცირე და დიდ მთავრობაზე კი არა, იმ სტრატეგიაზე უნდა ვსაუბრობდეთ რომელიც ქვეყანას სწრაფი განვითარების საშუალებას მისცემს.

ვიდრე მთავრობა და ახალი პრემიერი არ ჩამოაყალიბებს და არ გვეტყვის, რას გააკეთებს უახლოეს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მანამდე ყველანაირი საუბრები არის უსაგნო და არაფრის მომცემი – დაველოდოთ, რა პროგრამას წარმოადგენენ, შემდეგ უკვე შეიძლება დეტალური ანალიზი იმისა, რას აპირებს ეს მთავრობა და შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას.

For.ge

ლალი ზირაქიშვილი
Share

About bachana jincharadze