Home » მსოფლიო » დეზინფორმაციულ ვებგვერდებს რეკლამებიდან $200 მილიონზე მეტი შემოსავალი აქვთ
დეზინფორმაციულ ვებგვერდებს რეკლამებიდან $200 მილიონზე მეტი შემოსავალი აქვთ

დეზინფორმაციულ ვებგვერდებს რეკლამებიდან $200 მილიონზე მეტი შემოსავალი აქვთ

ვებგვერდები, რომელთა მიზანიც საზოგადოებაში არასწორი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაა, წლიურად დიდი კომპანიების რეკლამებიდან მილიონობით დოლარის შემოსავალს იღებენ. ამის შესახებ ლონდონში დაფუძნებული Global Disinformation Index (GDI) კვლევაში წერია.

კვლევის თანახმად, დაახლოებით 20 ათასამდე ვებგვერდი, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელების რისკით ხასიათდებიან, წლიურად რეკლამებიდან 235 მილიონ დოლარამდე შემოსავალს იღებენ.

კვლევის ავტორების თქმით, სწორედ დიდი შემოსავლებია ასეთი ვებგვერდების არსებობის ერთ-ერთი მიზეზი. რეკლამიდან ფულის გენერირებაში კი ასეთ ვებგვერდებს ეხმარება Google-ის, AppNexus-ის და Amazon-ის სარეკლამო პროგრამები.

imedinews.ge

Google
Share