Home » მსოფლიო » დევიდ მელპასი – მსოფლიო ბანკმა უნდა შეწყვიტოს დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დაკრედიტება
დევიდ მელპასი – მსოფლიო ბანკმა უნდა შეწყვიტოს დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დაკრედიტება

დევიდ მელპასი – მსოფლიო ბანკმა უნდა შეწყვიტოს დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დაკრედიტება

მსოფლიო ბანკი ჩინეთისა და სხვა დიდი ქვეყნების დაკრედიტებას შეამცირებს და სახსრებს განვითარებადი ქვეყნებისკენ მიმართავს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე დევიდ მელპასი, რომელიც დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა, მიიჩნევს, რომ ბანკმა უნდა შეწყვიტოს დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნების დაკრედიტება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ მაღალი შემოსავალი ფიქსირდება.

პირველ რიგში, ეს შეეხება ჩინეთს. მელპასის აზრით, ამის ნაცვლად, ეს სახსრები მსოფლიო ბანკმა განვითარებადი ქვეყნებისკენ და ბაზრებისკენ უნდა მიმართოს, სადაც დახმარება მეტად სჭირდებათ. ამ საკითხებზე მელპასმა სააგენტო Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ შევამციროთ მაღლშემოსავლიანი ქვეყნების დაკრედიტება და გავზარდოთ იმ ქვეყნების დაფინანსება, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება”, – თქვა მან. მელპასის თქმით, არსებობს იმის საშუალება, რომ მსოფლიო ბანკის ეექტურობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

მსოფლიო ბანკი არის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომლის შექმნის დეკლარირებული მიზანი განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა.

წყარო: agora.ge

Share