Home » მსოფლიო » დევიდ კამერონი: “დიდი შვიდეული” რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდა
დევიდ კამერონი: "დიდი შვიდეული" რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდა

დევიდ კამერონი: “დიდი შვიდეული” რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდა

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები იაპონიაში შეთანხმდნენ, რომ ივნისში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაგრძელდება. როგორც გამოცემა Guardian წერს, აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები მივიჩნევთ, რომ სანამ მინსკის შეთანხმებები სრულად არ შესრულება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება“,-განაცხადა კამერონმა მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საბოლოო დეკლარაციაში, წევრი ქვეყნები აღიარებენ რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხანგრძლივობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულებაზეა დამოკიდებული.

“სანქციები შესაძლოა მაშინ გაუქმდეს, როდესაც მოსკოვი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა 31 ივლისს იწურება.

Share