Home » ფინანსები » დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ საბანკო რეგულაციები უნდა შერბილდეს, რათა იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს
დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ საბანკო რეგულაციები უნდა შერბილდეს, რათა იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს

დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ საბანკო რეგულაციები უნდა შერბილდეს, რათა იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს

დეველოპერები ბინების გაყიდვის შემცირების ტენდენციაზე ისევ აქტიურად საუბრობენ. ამის მიზეზად კი 2019 წლის პირველი იანვრიდან  სესხების გაცემაზე, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს ასახელებენ.

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, სექტორი დღითიდღე  იზრდებოდა და ვითარდებოდა, თუმცა  დაკრედიტების პოლიტიკის გამკაცრების გამო, მათ შორის იპოთეკურ სესხებზე, გაყიდვები უძრავ ქონებაში მნიშვნელოვნად შემცირდა. მათივე თქმით, სამშენებლო სექტორში გაყიდვების შემცირება სხვა ბიზნესზეც აისახა, მათ შორის სამშენებლო მასალების წარმოებაზე, საოჯახო ტექნიკითა და ავეჯით ვაჭრობაზე. დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს საბანკო რეგულაციების გადახედვა და შერბილება, რათა გაიზარდოს იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში,პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა, რომლის შედეგადაც, მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეიზღუდა.

Share