Home » მსოფლიო » Deutsche Bank-ი ქვანახშირთან დაკავშირებით ყველა ტიპის დაფინანსებას შეწყვეტს

Deutsche Bank-ი ქვანახშირთან დაკავშირებით ყველა ტიპის დაფინანსებას შეწყვეტს

გერმანიის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი – Deutsche Bank – შეწყვეტს ფინანსურ მხარდაჭერას ყველა ტიპის პროექტისადმი, რომელიც ქვანახშირის მოპოვებასთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნული პროექტის დასრულებას ბანკი 2025 წლისთვის გეგმავს.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ის ასევე დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა ტიპის დაფინანსებას არქტიკაში ნავთობისა და გაზის მოპოვების ახალ პროექტებზე.

ამასთან, Deutsche Bank-ი წლის ბოლომდე გადახედავს ურთიერთობას ევროპისა და ამერიკის ენერგეტიკულ კომპანიებთან, რომლებიც 50%-ზე მეტად არიან დამოკიდებულნი ქვანახშირზე.

ბანკი გეგმავს ფინანსების გამოყოფას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირების გეგმა ექნებათ. აზიური კომპანიების გადამოწმება კი 2022 წლიდან იგეგმება.

Share