Home » საზოგადოება » დემურ გიორხელიძე: დასავლური ქვეყნების ელჩები გაუგონარ უპატივცემულობას როდემდე უნდა იჩენდნენ საქართველოს მიმართ?!
დემურ გიორხელიძე: დასავლური ქვეყნების ელჩები გაუგონარ უპატივცემულობას როდემდე უნდა იჩენდნენ საქართველოს მიმართ?!

დემურ გიორხელიძე: დასავლური ქვეყნების ელჩები გაუგონარ უპატივცემულობას როდემდე უნდა იჩენდნენ საქართველოს მიმართ?!

„ისე, ჩვენში დარჩეს და… დასავლური ქვეყნების ელჩები (გვარებს არ დავასახელებ, ცნობილი ქართული ფრაზის მსგავსად!) ასეთ სისულელეებს როდემდე უნდა ლაპარაკობდნენ და გაუგონარ უპატივცემულობას როდემდე უნდა იჩენდნენ საქართველოს მიმართ?!” – ამ განცხადებას ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში აკეთებს.
ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სადისტებს, მწვალებლებს და დამნაშავეებს მფარველობდით და მფარველობთ და… ამას პრიმიტიული „დემოკრატიული ფასეულობების”, „სიტყვის თავისუფლების” და „სასამართლოს დამოუკიდებლობის” დეკლარაციით ნიღბავთ. ამ დროს კი… სასამართლოს გადაწყვეტილებებს აკრიტიკებთ!

თქვენ, საერთოდ, ერთ უჯრედზე მეტი გაქვთ? საქართველოში არანაირი საფრთხე დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და ა.შ. არაფერი ემუქრება…
Fე
ყველაფერ ამას საფრთხე რომ დაემუქროს, საქართველო ღრმა იზოლაციაში უნდა წავიდეს, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია და შეუძლებელიც! ამიტომ, მოზომეთ სათქმელი და იქამდე ნუ მიიყვანთ საქმეს, დასავლეთის ხსენებაზე ხალხს ღებინებას აწყებინებდეს…

თქვენი უაზრო მხარდაჭერებით დასავლეთის სახელი ისედაც უდიდესად დააზიანეთ და ახლა სულ ნუ გადაამლაშებთ!.. აზრზე არა ხართ ქართველის ბუნებაზე და ქართულ კულტურაზე (ამ სიტყვის ფართო გაგებით), – აზრზე რომ იყოთ, ასეთ უაზრო პოზიციას არ დაიკავებდით…

არასწორად აფასებთ არსებულ მდგომარეობას, – ვერ გაგიგიათ, რა არის იმ მდგომარეობის მიზეზი, რა მდგომარეობაშიც ქართული სახელმწიფო იმყოფება.

თქვენი ამ დონის შეცდომების სათავე პრიმიტივიზმია, -პრიმიტივიზმი აზროვნებაში, პრიმიტივიზმი პილიტიკურ სიმპათიებში, პრიმიტივიზმი სიტყვაში და პრიმიტივიზმი საქმეში!

რა გინდათ, აზრზე თუ ხართ?! რაციონალურად რომ ფიქრობდეთ, ადამიანებს, რომლებიც არ წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც შეიძლება ავტორიტეტით სარგებლობდეს საქართველოში, მხარდაჭერას აღმოუჩენდა გონიერი ადამიანი?!

ესაა დასავლური პოლიტიკური პრაგმატიზმი? სადღაც აფრიკული განუვითარებელი ქვეყანა და საქართველო ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან და თავი მოგაქვთ მენტორებად და ჭკუის მასწავლებლებად… ბოლო ოცი წელია წესიერად და საქმიანად რომ დაგვხმარებოდით, დღეს ეს სახელმწიფო შეუდარებლად მაღალ საფეხურზე იქნებოდა… ამის ნაცვლად, ყალბი მხარდაჭერები ამჯობინეთ და… შეცდით! დღესაც ცდებით!” – წერს გიორხელიძე.

Share