Home » მსოფლიო » „დემოკრატიული პარტია დამნაშავეების პარტიაა, მათ სურთ ამერიკული თავისუფლება სოციალიზმით ჩაანაცვლონ“
„დემოკრატიული პარტია დამნაშავეების პარტიაა, მათ სურთ ამერიკული თავისუფლება სოციალიზმით ჩაანაცვლონ“

„დემოკრატიული პარტია დამნაშავეების პარტიაა, მათ სურთ ამერიკული თავისუფლება სოციალიზმით ჩაანაცვლონ“

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატებს სურთ, აშშ ვენესუელად აქციონ.

აღნიშნული განცხადება მან ტენესის შტატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„დემოკრატიული პარტია დამნაშავეების პარტიაა. მათ სურთ, თქვენი ქუჩები უცხოელი დამნაშავეებით გაავსონ. აი რა მოხდება, თუ ისინი კონგრესის არჩევნებში გაიმარჯვებენ. მათ სურთ, ამერიკული თავისუფლება სოციალიზმით ჩაანაცვლონ, აშშ კი ვენესუელად აქციონ. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. ეს ქვეყანა არასდროს გახდება ვენესუელა. დემოკრატები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის უფლება აქვთ, მაგრამ ისინი უბრალოდ შეშლილები არიან“, – განაცხადა ტრამპმა.

Share