Home » ბიზნესი » დავით საგანელიძეს  მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის დაშლა მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება
დავით საგანელიძეს  მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის დაშლა მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება

დავით საგანელიძეს  მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის დაშლა მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება

მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის  დაშლა, “საპარტნიორი ფონდის” აღმასრულებელ დირექტორს მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება.

დავით საგანელიძის განცხადებით,  მთავრობის მხარდაჭერის  გარეშე მხოლოდ  ბაზრის მოთამაშე  ამას  ვერ შეძლებს, რაზეც  ბოლო წლების პრაქტიკაც მიანიშნებს,  ვერც ერთმა კომპანიამ, წარმატებული სასტარტო  პოზიციის მიუხედავად,  ვერ მოიკიდა ფეხი, ყველა განდევნეს ბაზრიდან.

საგანელიძე  აღნიშნავს, რომ  კარტელური კამპანია წინა წლებშიც იმავე მიზნებს ემსახურებოდა, რასაც ახლა და მედიკამენტების  გაიაფების  წინააღმდეგ იყო აგორებული –  თითქოს  წამალი უხარისხოა, წარმოებულია იმ კომპანიაში,  რომელსაც საერთაშორისო სტანდარტი არ აღიარებს,  რადგან ინდურია,  მდარეა და ა.შ.

ის ამბობს, რომ ხარისხი,  ეფექტურობა, უსაფრთხოება და  ხელმისაწვდომობა,  ყველა ეს პირობა დაკმაყოფილებული იქნება.

მთავრობის ვალდებულებაზე,  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფაზე, წამლის სააგენტოს  ყოფილმა ხელმძღვანელმა თინა ტურძელაძემ  „რუსთავი 2-ზე“  ისაუბრა.მან აღნიშნა, რომ  ცალკეული ფარმაცევტის,  პროფილური ექიმის, თუ კომპანიის პარტნიორი მწარმოებლის შეფასებებით და მოსაზრებებით არ უნდა დგინდებოდეს ხარისხი. ა მისთვის შესაბამისი სქემაა საჭირო, რისი ფორმირებაც დაანონსდა, რაც უკვე კარგია, თუმცა ამუშავებას ხანგრძლივი  პერიოდი დასჭირდება. ტურძელაძემ  წინა მთავრობის და კერძო სექტორის მსგავსი თანამშომლობის  მაგალითი მოიხმო,  სადაზღვევო  ინდუსტრიაში, რაც წარმატებით დასრულდა. მისი თქმით, ხარისხის კონტროლის სრულფასოვანი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ , კონკურენტის შავი პიარისთვის სხვადასხვა თემებით ვერ იმანიპულირებენ. აღარავის დააინტერესებს,  ესა თუ ის  მწარმოებელი, მათ შორის  ინდური , აშშ-ის ჯანდაცვის მიერ აღიარებულია თუ ევროზონის მოთხოვნებს  პასუხობს.

ამასთან,  ტურძელაძემ აღნიშნა, რომ ინდოეთის  22 000  მწარმოებლიდან 75-ია აშშ-ის ბაზარზე დაშვებული, მაგრამ აღნიშნული 75 ბრენდით  ჩვენთან შემოსული  მედიკამენტის ევროსტანდარტულობას სულაც არ ნიშნავს. შესაძლოა მე-3 კატეგორიის ქვეყნებისთვის სხვა ქარხანაში იყოს დამზადებული. ასე რომ  ლისტინგში TOP პოზიცია  კრიტერიუმი არ არის.

ტურძელაძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა, სწორი სტრატეგიაა  ინდუსტრიის  გადარჩენისთვის, რადგან  საკანონმდებლო  ბერკეტები  ერთვება და ეფექტიც მაღალი უნდა იყოს.

ექსპერტი არ გამორიცხავს ბაზარზე წარმოდგენილმა  ბევრმა მედიკამანტებმა ბარიერი ვერ გადალახოს და ბაზრის  დატოვება მოუწიოს, რაც  სწორი იქნება.

Share