Home » საზოგადოება » დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგა
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგა

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ქევხიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თბილისი თუდეი” დავით ქევხიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ რომელიც მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა:

„ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, უნდა დაგემშვიდობოთ.

რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, სიმართლისა და შესაბამისად, სამართლებრივი ინსტიტუტების დაცვა დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე, მიეცეს ამ საქმის მშვიდ ვითარებაში კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.

დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევისა და შრომის ფასად შევქმენით, ძალიან მალე, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოსა და ჩვენს ქვეყანას“, – წერს დავით ქევხიშვილი.

ძიუდოს ფედრაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ძიუდოისტები რამდენიმე კვირაა ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ აქციებიც გამართეს. სპორტსმენებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა 4 მაისს მოითხოვეს მიზეზად კი ქართულ ძიუდოში შექმნილი რთული ვითარება დაასახელეს.

მანამდე, ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share