Home » ბიზნესი » დავით კეზერაშვილი „TV ფორმულას” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა
დავით კეზერაშვილი „TV ფორმულას” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

დავით კეზერაშვილი „TV ფორმულას” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

დავით კეზერაშვილი „TV ფორმულას” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალი ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით სამეწარმეო რეესტრში ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა. ის „TV ფორმულას” 51%-იანი წილის მფლობელი გახდა.

რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დანარჩენ 49%-ს „ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები ფლობენ. მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა ტელეკომპანიაში 12.25%-იანი წილის მფლობელები არიან. კომპანიის დირექტორი არის ზურაბ გუმბარიძე.

საინფორმაციო სამსახურს „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.

ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელსაც დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს. კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

ტელეკომპანია „ფორმულა“ (შპს ფორმულა) სამეწარმეო რეესტრში 2019 წლის 19 ივლისს დარეგისტრირდა. იმ დროისთვის მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა კომპანიაში 25-25%-იან წილებს ფლობდნენ.

BPN.GE

Share