Home » ბიზნესი » დაუსრულებელი რენოვაცია – Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace წელს აღარ გაიხსნება
დაუსრულებელი რენოვაცია - Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace წელს აღარ გაიხსნება

დაუსრულებელი რენოვაცია – Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace წელს აღარ გაიხსნება

4 წლიანი რენოვაციის შემდეგ, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace -ის გახსნის თარიღი კიდევ ერთხელ გადავადდა.

არაბი შეიხების საკუთრებაში გადასული 5 – ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 2019 წლის 1 მარტს არის დაგეგმილი. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ სასტუმროს რენოვაცია  სექტემბერში დასრულდებოდა და სტუმრებს წლის ბოლომდე მიიღებდა.

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace -ს 220 ნომერი, თბილისში ყველაზე დიდი სადღესასწაულო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზები, რესტორნები და ბარები ექნება.

შეგახსენებთ, სასტუმრო, რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა. გახსნის თარიღად ჯერ 2016 წელი, შემდეგ კი, 2017 წელი დასახელდა.

„შერატონ მეტეხი პალასი” რას ალ-ხაიმას საემიროს შეიხის – საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის კომპანიამ 2007 წელს, $67,5 მილიონად ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე შეიძინა (საწყისი ფასი  $25 მლნ,  აუქციონში 7კომპანია მონაწილეობდა).

კონკრეტულად რა თანხა იხარჯება სასტუროს განახლებაზე უცნობია. თავდაპირველად ბიუჯეტი 45 მლნ დოლარით იყო განსაზღვრული, ამ წლის აპრილში ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმის შეხვედრაზე ითქვა, რომ ბიუჯეტი 45 -დან 51 მილიონამდე გაიზარდა.

GBC.GE

Share