Home » საზოგადოება » დასაქმებულ ქართველ სტუდენტთა 41,2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას
დასაქმებულ ქართველ სტუდენტთა 41,2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას

დასაქმებულ ქართველ სტუდენტთა 41,2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას

საქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების ფონზე, სტუდენტებს პროფესიის დაუფლებასთან ერთად მუშაობაც ხშირად უწევთ. მათი მხრიდან შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრების მცდელობებს სხვადასხვა მიზეზი აქვს: ნაწილი მუშაობს იმისთვის, რომ საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფა შეძლოს, სხვების მდგომარეობა უფრო სახარბიელოა, რადგან ისინი მუშაობით პროფესიული გამოცდილების მიღებას/დაგროვებას ცდილობენ, ნაწილი კი სტუდენტობის პერიოდში საერთოდ არ მუშაობს.

ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის მონაცემებით, ქართველ სტუდენტებს დასაქმების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლი აქვთ – მათი 30% არის დასაქმებული დროებით ან მუდმივ სამსახურში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასაქმებას სტუდენტის ასაკი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. საქართველოში კი სტუდენტთა ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის.

სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების მიზეზად, უმეტესად, შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება სახელდება (73,8%). 43,5%-ს მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის გამო უწევს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით; ევროპელი სტუდენტების შედარებით დიდი ნაწილი ასახელებს ამ მიზეზს, როგორც მუშაობის მოტივაციას.

დასაქმებულ ქართველ სტუდენტთა 41,2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას. დასახელებულ მიზეზთა შორისაა სხვებისთვის ფინანსური დახმარების მოტივიც (25,3%), რაც ქართველი სტუდენტების მიერ შედარებით უფრო ხშირად დასახელდა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების სტუდენტების მხრიდან.

IPM კვლევები

Share