Home » მსოფლიო » Danske Bank-ის ყოფილ უფროსს ფულის გათეთრების მასშტაბურ საქმეზე ბრალი წარუდგინეს
Danske Bank-ის ყოფილ უფროსს ფულის გათეთრების მასშტაბურ საქმეზე ბრალი წარუდგინეს

Danske Bank-ის ყოფილ უფროსს ფულის გათეთრების მასშტაბურ საქმეზე ბრალი წარუდგინეს

დანიის პროკურატურამ Danske Bank-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ტომას ბორგენს ფულის გათეთრების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საქმეში თანამონაწილეობაზე წარუდგინა ბრალი. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბორგენს ადანაშაულებენ საეჭვო გარიგებებისთვის ხელის არშეშლაში. ადვოკატმა პიტერ შრადიკმა დაადასტურა, რომ 12 მარტს ბორგენის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

Danske Bank-თან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც 200 მილიარდი ევროს გათეთრებას შეეხება და რომელიც 2007 წლიდან 2015 წლამდე, სავარაუდოდ, ბანკის ესტონეთის ფილიალის მეშვეობით ჩატარდა. საეჭვო გადარიცხვები რუსეთიდან და საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან ხორციელდებოდა.

გასული წლის სექტემბერში, როდესაც გამოძიებამ მასშტაბური გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, ბორგენმა თანამდებობა დატოვა. ის ბანკში 2009-2012 წლებში საერთაშორისო გადარიცხვებზე იყო პასუხისმგებელი.

imedinews

Share