Home » მსოფლიო » დანიაში მოქალაქეებს უძრავი ქონებისთვის ბანკიდან 20-წლიანი სესხის აღება უპროცენტოდ შეუძლიათ
დანიაში მოქალაქეებს უძრავი ქონებისთვის ბანკიდან 20-წლიანი სესხის აღება უპროცენტოდ შეუძლიათ

დანიაში მოქალაქეებს უძრავი ქონებისთვის ბანკიდან 20-წლიანი სესხის აღება უპროცენტოდ შეუძლიათ

დანიაში მოქალაქეებს ბანკიდან 20 წლიანი სესხის აღება უპროცენტოდ შეუძლიათ. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ფინურმა Nordea Bank-მა, რომელიც დანიის მასშტაბით ოპერირებს, უპროცენტო სესხების გაცემა უკვე დაიწყო.

BM.Ge-ის ინფორმაციით, საუბარია, 20 წლის ვადაზე გათვლილ საბანკო სესხებზე, რომლისთვისაც არანაირი სახის დანამატის გადახდა საჭირო არ არის. ხოლო იპოთეკარები, რომლებიც 30-წლიან სესხს გამოიტანენ, 0,5 პროცენტის გადახდა მოუწევთ. როგორც დანიურ სამაკლერო ბიუროებში აცხადებენ, ეს ბანკის მხრიდან საოცარი შეთავაზებაა. მოქალაქეები, ფაქტობრივად, ფულს საჩუქრის სახით იღებენ, იმ შემთხვევაში თუ მას უძრავ ქონებაში დააბანდებენ,’’- განმარტავენ დანიელი ანალიტიკოსები.

ბანკის შეთავაზებით, უცხოელები ვერ ისარგებლებენ, საბანკო სესხის აღებისთვის დანიის მოქალაქეობა და იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვაა საჭირო, რომელიც უცხოელს დანიის მასშტაბით უძრავი ქონების შეძენის საშუალებას მისცემს.

bm.ge

Share