Home » საზოგადოება » დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც
დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც

2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს.

40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.

დეპუტატები, რომლებმაც საპენსიო სქემა დატოვეს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების რიგებიდან საპენსიო სააგენტო მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა დატოვა. ის დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო და კენჭისყრის დროს კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

დეპუტატის განმარტებით, საპენსიო სისტემა მაღალი შემოსავლების გამო დატოვა. ის ამბობს, რომ თანხების დაგროვება არ სჭირდება და 65 წლის შემდეგ დეპუტატის პენსიაზეც უარს იტყვის.

ყოველ წელს მე მაქვს მრავალმილიონიანი შემოსავალი და მე არ ვაპირებ, საერთოდ, არც დაგროვებითი პენსიით სარგებლობას და არც ჩვეულებრივი პენსიით სარგებლობას. სირცხვილია, რომ ჩემი შემოსავლის ადამიანმა პენსიაზე უარი არ ვთქვა. მე დავტოვე იმიტომ, რომ, საერთოდ, პენსიის აღებას არ ვაპირებ. ალბათ, ოქტომბერში საპენსიო ფონდს გავუგზავნი წერილს, რომ 65 წლის შემდეგ პენსია არ დამინიშნონ და დარჩეს საპენსიო ფონდში, — განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

კითხვაზე, რატომ დაუჭირა მხარი დაგროვებით საპენსიო სისტემას, ოქრიაშვილი ამბობს, რომ საჭიროა, თუმცა მისი შემოსავლების ადამიანისთვის — არა. მან მოუწოდა მდიდრებს საქართველოში, რომ უარი თქვან როგორც დაგროვებით, ისე სახელმწიფო პენსიაზე.

ევროპული საქართველო
  1. ლელა ქებურია;
  2. გიგა ბოკერია;
  3. გიორგი ღვინიაშვილი;
  4. ზურაბ ჭიაბერაშვილი;
  5. გიორგი წერეთელი;
  6. დავით ბაქრაძე;
  7. ლაშა დამენია;
  8. თენგიზ გუნავა;
  9. გიორგი ტუღუში;
  10. სერგო რატიანი;
  11. აკაკი ბობოხიძე;
  12. ირმა ნადირაშვილი;
  13. ხათუნა გოგორიშვილი;
  14. ლაშა დამენია.

დამოუკიდებელი დეპუტატი

  1. დავით ჭიჭინაძე;
  2. რამაზ ნიკოლაიშვილი.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი სახელმწიფო.

წყარო: On.ge

Share