Home » საზოგადოება » „დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა რეგიონებსა და თბილისში, ამისთვის მოზიდულია 130 მილიონი დოლარი“
„დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა რეგიონებსა და თბილისში, ამისთვის მოზიდულია 130 მილიონი დოლარი“

„დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა რეგიონებსა და თბილისში, ამისთვის მოზიდულია 130 მილიონი დოლარი“

„ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა რეგიონებსა და თბილისში“, – ამის შესახებ  Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, Georgia Capital-ი ტურიზმის სექტორში ახალი ქართული ბრენდით Amber Group-ით შედის.

„Georgia Capital-ი ტურიზმის სექტორში ახალი ქართული ბრენდით Amber Group-ით შემოდის, რომელიც ფოკუსირებული იქნება უნიკალურ ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა რეგიონებსა და თბილისში, ამისთვის მოზიდულია 130 მილიონი აშშ დოლარი“, – განაცხადა Georgia Real Estate Holding – ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ბურდილაძე აქამდე M2 Group-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, რომელიც m2 group-ის მმართველმა პარტნიორმა და მშენებლობის მენეჯმენტის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა ჩაანაცვლა.

Share