Home » მსოფლიო » დაბინძურებული ჰაერის გამო საშუალო სტატისტიკურ ევროპელს სიცოცხლის ორი წელი აკლდება
დაბინძურებული ჰაერის გამო საშუალო სტატისტიკურ ევროპელს სიცოცხლის ორი წელი აკლდება

დაბინძურებული ჰაერის გამო საშუალო სტატისტიკურ ევროპელს სიცოცხლის ორი წელი აკლდება

დაბინძურებული ჰაერის გამო ევროპის საშუალო სტატისტიკურ მცხოვრებს სიცოცხლის ორი წელი აკლდება. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ European Heart Journal-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად ევროპაში დაახლოებით 800,000 ადამიანი კვდება ნაადრევად ჰაერის დაბინძურების გამო. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის 40%-დან 80%-მდე ინფარქტზე მოდის. მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საწვავის დაწვისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურების პრობლემა შესაძლოა, გადაიჭრას სუფთა და განახლებად ენერგოწყაროებზე გადართვით, რაც თავის მხრივ, შეამცირებს სიკვდილიანობას.

Share