Home » საზოგადოება » „ცულს მოვიტან ცუნცულასა“, ანუ „ბესპრედელი“ ქართულ ტყეებში
„ცულს მოვიტან ცუნცულასა“, ანუ „ბესპრედელი“ ქართულ ტყეებში

„ცულს მოვიტან ცუნცულასა“, ანუ „ბესპრედელი“ ქართულ ტყეებში

„ცულს მოვიტან ცუნცულასა“, ანუ „ბესპრედელი“ ქართულ ტყეებში

2018 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2896 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო პერიოდში ხე-ტყისა უკანანო ჭრისა და ასევე, სახერხების უკანონო ფუნქციონიორების ბუმია საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმე დღის წინ სვანეთში სპეცრაზმის შეყვანა, ალბათ, ბოლო აკორდი და საბოლოო წითელი სიგნალი იყო სახელმწიფოს მხრიდან იმათთვის, ვინც აღნიშნულ საქმიანობას კანონის გვერდით ავლით ახორციელებს.

სპეციალისტები, არამხოლოდ ხე-ტყის არალეგალური ჭრის პრობლემაზე აპელირებენ, არამედ იმაზეც, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკვე გაცემული ნებართვები ხე-ტყის ჭრის კუთხით მნიშვნელოვნად გადასახედია. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებების პერიოდში, სტიქიური მოვლენები მეტად გაძლიერდება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებას თუ სურს ხე-ტყის ჭრის პოლიტიკის მიმართულებით ცვლილებების გატარება, მაშინ ალტერნატიული სამუშაო უნდა შესთავაზონ, რადგან მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ხეზე მუშაობაა.

აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში ტყე ქვეყნის საერთო ტერიტორიის 38.2%-ს მოიცავს. ტყის 95-98% ბუნებრივი წარმოშობისაა და თითქმის მთლიანად (97.7%) მთის ფერდობებზეა. ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა საქართველოს ტყის მდგრადი მართვის დაწყებას ავალდებულებს. ამასთანავე, დაბალანსებული უნდა იყოს ტყის მდგრადი მართვის სამივე პრინციპი. ეკოლოგიური, არ უნდა მოიჭრას იმაზე მეტი, ვიდრე ბუნებრივი შემატება გვაქვს, ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს დაცული;  ეკონომიკური,  პრიორიტეტული იქნება საქართველოში მოპოვებული მერქნის ადგილზე  გადამუშავებისა და საბოლოო პროდუქტის შექმნის მიმართულება, რამაც უნდა წაახალისოს ეკონომიკა, შექმნას სამუშაო ადგილი მოსახლეობისთვის და დადებითად აისახოს ადგილობრივ წარმოებაზე; სოციალური, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების, დასაქმების პროცესში; ასევე, აქტიურად მონაწილეობდეს სატყეო მეურნეობის საქმიანობაში.

დღევანელი რეალობის გათვალისწინებით, ამ სამი პუნქტიდან ძნელად თუ სრულდება რომელიმე, რადგან ხე-ტყის უკანანო ჭრის სტატისტიკა მზარდია. 2010 წლიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით სულ გამოავლინეს ხე-ტყის უკანონო ჭრის 15 132 შემთხვევა, საიდანაც 13 125 წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო 2007 სისხლის სამართლის დანაშაულს.

საინტერესოა, თუ რა სტატისტიკა გვაქვს მიმდინარე წელს ხე-ტყის უკანანოდ ჭრისა და ტრანსაპორტირების მიმართულებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 125 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. 2018 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 573 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 35 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.  2018 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. 2018 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 442 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 32 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. 2018 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა დატრანსპორტირების 332 ფაქტი გამოავლინეს, მათშორის 51 ფაქტი სისხლის სამართლისდანაშაულების ნიშნებს შეიცავს. 2018 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 57 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ჯამში, 2018 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2896 შემთხვევა დაფიქსირდა და მათ შორის 331 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს, რაც საკმაოდ მაღალი და არასახარბიელო მაჩვენებელია.

რაც შეეხება სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხების ფუნქციონირების ფაქტებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხების ფუნქციონირების 517 ფაქტი გამოავლინეს.

სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ყველაზე მეტი – 112 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, აჭარაში – 95 ფაქტი დაფიქრისდა, იმერეთში – 74, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 54 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 39, კახეთში – 28, გურიაში – 24 ფაქტი, ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე – 13 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 3, ხოლო თბილისში – 2 ფაქტი.

გამოვლენილ ფაქტებს შორის 380 სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, ხოლო 137 უკანონო (არარეგისტრირებული) სახერხი იყო.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share